ალიანს ჯგუფის მიერ ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ხელმოწერა Wyndham Hotels and Resorts-თან და პარტნიორობის მემორანდუმის Aimbridge Hospitality EMEA-სთან

ალიანს ჯგუფმა ხელი მოაწერა ფრენშაიზინგის ხელშეკრულებას Wyndham Hotels and Resorts-თან და პარტნიორობის მემორანდუმს Aimbridge Hospitality EMEA-სთან.

2024 წლის თებერვალში Wyndham Hotels & Resorts-სა და Alliance Group-ს შორის გაფორმდა ფრენშაიზინგის სალიცენზიო ხელშეკრულება (FLA). FLA-ს საფუძველზე, ალიანს ჯგუფმა მოიპოვა Wyndham Grand Residence-ის ბრენდი კომპანიის თბილისის პროექტის, Alliance Highline-თვის. Wyndham Grand Residence-ი განთავსდება პროექტის “C” ბლოკში.

Wyndham Grand Residence Tbilisi-ი იქნება პირველი ბრენდირებული რეზიდენციების პროექტი თბილისში.რეზიდენციები აშენდება ალიანსის პრემიუმ ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

გარდა FLA-ისა, ასევე, გაფორმდა მემორანდუმი Alliance Group-სა და Aimbrridge Hospitality EMEA-ს შორის Wyndham Grand Residences Tbilisi-ისა და Alliance Highline-ის პროექტში მდებარე სხვა პრემიუმ კლასის აპარტამენტების მართვასთან დაკავშირებით.

თბილისში პირველი წარმომადგენლობით და მსოფლიოს წამყვან სტუმართმოყვარეობის ბრენდებთან თანამშრომლობით, ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ამ ტიპის ინოვაციური, საინვესტიციო ბრენდის რეზიდენცია ექსკლუზიურად Alliance Highline-ში.