შპს „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის” მიერ უცხოელი სტაჟიორის მოწვევა

მიმდინარე წლის ოქტომბერ ნოემბრის თვეებში იურიდიულ კომპანია შპს ლეგალ ქონსალთინგ ცენტრში სტაჟირება გაიარა ჩეხეთის მოქალაქე ქრისტინა მარჰანკოვამ (Kristina Marhankova). აღნიშნული სტაჟირების პროგრამით სარგებლობის საშუალება ქრისტინას მიეცა შპს „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრსა“ და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაციის (ELSA) ბათუმის ლოკალურ ჯგუფ Elsa Batumi- ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც სხვა ღონისძიებასთან ერთად ითვალისწინებდა ელსა-ს ერთ-ერთი მიმართულების Elsa Step-ის ფარგლებში სტაჟიორების მოწვევასა და მათთვის შესაბამისი სტაჟირებების შეთავაზებას.

სტაჟირების პროგრამის განმავლობაში ქრისტინა მარჰანკოვამ ძირითად საქმიანობად აირჩია კორპორატიული სამართალი. შესაბამისად, მან გამოცდილება მიიღო სწორედ ამ მიმართულებით. სტაჟიორმა მონაწილიობა მიიღო სხვადასხვა დოკუმენტაციის დამუშავებაში, განცხადებების, წერილებისა და სარჩელების მომზადებაში, ასევე ესწრებოდა სხვადასხვა კონფერენციას, სასამართლო პროცესებს და ა.შ.

შპს ლეგალ ქონსალთინგ  ცენტრი წარმატებებს უსურვებს ელსა ბათუმს და მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებში.