შპს ,,გრანდ კაზინო ბათუმთან“ (LLC Grand Casino Batumi) ხელშეკრულების გაფორმება

2015 წლის 13 მაისს შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ და შპს ,,გრანდ კაზინო ბათუმმა“ (LLC Grand Casino Batumi) გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება სრული იურიდიული და ფინანსური მომსახურების გაწევაზე. შპს ,,გრანდ კაზინო ბათუმი“ (LLC Grand Casino Batumi) მდებარეობს ,,სასტუმრო ჰილტონი ბათუმში“ (Hilton Batumi Hotel).

,,გრანდ კაზინო ბათუმის“ მმართველი პარტნიორია საერთაშორისო კაზინოების ჯგუფი – Casinos Austria International.

Casinos Austria International (CAI) წამყვანი მოთამაშეა კაზინოების საერთაშორისო ინდუსტრიაში. კაზინოს განვითარებისა და მართვის მომსახურების უნიკალური პორტფელით, CAI-მ წარმატებით განახორციელა უამრავი კაზინოსა და სათამაშო პროექტი სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე სხვა ოპერატორებთან შედარებით. ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ამჟამად კომპანია მსოფლიოს მასშტაბით მართავს 32 სათამაშო და გასართობ ობიექტს 11 ქვეყანაში, მათ შორის 26 მიწის და 6 საკრუიზო კაზინოს.

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ,,გრანდ კაზინო ბათუმის“ გენერალური მენეჯერია ბ-ნი ფილიპ დევისი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კაზინოს განვითარებისა და მართვის ბიზნესში. ,,გრანდ კაზინო ბათუმი“, პრაქტიკულად, აჭარის რეგიონში პირველი საერთაშორისო დონისა და კლასის კაზინოა. კაზინოს ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 2015 წლის ზაფხულში.

დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LLC შპს ,,გრანდ კაზინო ბათუმს“ გაუწევს სრულ იურიდიულ მომსახრებას. ამასთან, როგორც იურიდიული პარტნიორი, უზრუნველყოფს სხვა სახის ბიზნეს-კონსულტაციას, განახორციელებს ბიზნეს-წარმომადგენლობასა და აწარმოებს მოლაპარაკებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.