„ევროპიან ვილაჯის“  5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსების  პროექტების პრეზენტაცია.

2023 წლის 17 მარტს გაიმართა „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ (LCC) პარტნიორისა და კლიენტის, დეველოპერული კომპანია „ევროპიან ვილაჯის“  საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსების – Wyndham Grand Residence Gonio-ს, რომელიც აერთიანებს სამ დეველოპერულ პროექტს და სასტუმრო Wyndham Grand Gonio-ს პროექტების პრეზენტაცია. 

პროექტების თანახმად, აჭარაში 50 მლნ დოლარზე მეტი მოცულობის ახალი ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმრო კომპლექსი  საერთაშორისო ბრენდის Wyndham Hotels & Resorts-ის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია ევროპაში. ჯამში 1055 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსები 3 ჰექტარზე განთავსდება და ექნება All Inclusive სერვისი. ახალი ინვესტიციით 1200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, სასტუმრო კომპლექსის გახსნის შემდეგ კი 700 ადამიანი დასაქმდება.  

სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოს ლიდერი საერთაშორისო მმართველი კომპანია Aimbridge Hospitality განახორციელებს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისას შპს „ევროპიან ვილაჯს“ იურიდიული ინტერესების სრულ უზრუნველყოფას ახდენს იურიდიული კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ (LCC).LCC წარმატებას უსურვებს „ევროპიან ვილაჯს“ ამ გრანდიოზული პროექტების განხორციელებაში!