Aimbridge Hospitality-სა და European Village-ს შორის ტექნიკური მომსახურების საკონსულტაციო ხელშეკრულების გაფორმება

22 მაისს ბათუმში შპს „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ კლიენტ შპს „European Village-სა“და მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Aimbridge Hospitality-ის შორის გაიმართა ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრებულის ხელმოწერის  ცერემონია.  

პირველად საქართველოში კომპანია განახორციელებს მშენებარე სასტუმრო კომპლექს  Wyndham Grand Residences Batumi Gonio/Wyndham Grand Hotel Batumi Gonio-ს  სრულ მომსახურებას. Aimbridge Hospitality-სა და სამშენებლო კომპანია European Village-ს შორის ტექნიკური მომსახურების საკონსულტაციო ხელშეკრულების გაფორმება სასტუმრო Wyndham Batumi-ში გაიმართა. მანამდე, გასული წლის 11 ოქტომბერს, კომპანიამ გააფორმა შესაბამისი LOI (წინასწარი ხელშეკრულება) სასტუმროს სამომავლო მართაზე.

Aimbrridge Hospitality-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს სამშენებლო ტერიტორია, სადაც Wyndham Grand Residences Batumi Gonio/Wyndham Grand Hotel Batumi Gonio კომპლექსი შენდება, შეამოწმეს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისობა, რომლებიც გავლენას ახდენს სასტუმროს მენეჯმენტზე, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები შემდგომი მშენებლობისთვის.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისას შპს „European Village-ს“ იურიდიული ინტერესების სრულ უზრუნველყოფას ახდენს იურიდიული კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ (LCC).

LCC წარმატებას უსურვებს „European Village-ს“ და Aimbridge Hospitality-ს ჯგუფს ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში!