ლევან კვანჭიანი
თბილისის ოფისის ხელმძღვანელი
ლევან კვანჭიანი, როგორც ადვოკატი, LCC-ის გუნდს შეუერთდა 2016 წელს. LCC-ის თბილისის ფილიალის გახსნის შემდეგ, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, ლევანი არის თბილისის ოფისის დირექტორი. იგი ერთ-ერთი კომპეტენტური სპეციალისტია შრომის, საგადასახადო, კერძო, საერთაშორისო, ადმინისტრაციული და სხვა მოსაზღვრე სამართლებრივ სფეროებში.
ლევან კვანჭიანს მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი და იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი. ლევანი დაესწრო რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამასა და ტრენინს.
ლევან კვანჭიანს გააჩნია მრავალწლიანი პრაქტიკა და გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. 2011-2012 წლებში, იგი მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის იურიდიულ განყოფილებაში.
2013-2014 წლებში, მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მრჩეველის პოზიციაზე. 2014-2016 წლებში, მუშაობდა სსიპ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფროს სპეციალისტად/ადვოკატად.
ამასთან, ლევან კვანჭიანს მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკა აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2009 წლიდან, საერთო სპეციალიზაციით.
ლევან კვანჭიანი, გარდა მშობლიურ ქართულ ენისა, თავისუფლად ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.