ქრისტინე რუსიძე
იურისტი
ქრისტინე LCC-ის გუნდის წევრი 2022 წლის იანვარში გახდა. მისი პრაქტიკის სფერო მოიცავს კორპორაციულ სამართალს, შრომით კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ სამართალს, საერთაშორისო კერძო სამართალს, იურიდიული პირების რეგისტრაციას, სხვადასხვა კორპორაციული და სახელშეკრულებო იურიდიული დოკუმენტების მომზადებასა და ანალიზს. ფიზიკური პირების მოქალაქეობისა და ბინადრობის საკითხებს.
ქრისტინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი 2011 წელს მიენიჭა. ხოლო 2014 წელს მას მიენიჭა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.
LCC-ის გუნდის წევრობამდე, იგი მუშაობდა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა და ბიზნეს ორგანიზაციაში იურისტის თანამდებობაზე. ქრისტინეს აქვს სადაზღვევო, კორპორატიულ და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით მუშაობის დიდი გამოცდილება. ქრისტინეს ასევე აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, 2011-2012 წლებში იყო ბათუმის იუსტიციის სახლის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი. შესაბამისად, მისი პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სამართლის სფეროს.
ქრისტინეს ჩაბარებული აქვს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და არის მოქმედი მასწავლებელი. შესაბამისად, პროფესიული მუშობის პარალელურად ის ეწევა ასევე პედაგოგიურ საქმიანობას.
გარდა მშობლიური ქართული ენისა, ქრისტინე თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე საკომუნიკაციო დონეზე ფრანგულ ენას.