ჟურნალი „OK” Legal Consulting Centre-ის შესახებ

ჟურნალი „OK” წელს უკვე მეორედ აქვეყნებს სტატიას Legal Consulting Centre-ის შესახებ. სტატიაში საუბარია კომპანიის მომსახურების ახალი მიმართულების შესახებ, რაც გულისხმობს კომპანიის საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში სამშენებლო პროექტების ბრენდირების მომსახურების გაწევას. სამშენებლო პროექტების ბრენდირების კომპონენტებში შედისსასტუმრო ბრენდის ფრანშიზას მოპოვება, საერთაშორისო მენეჯმენტული კომპანიის (IMC) მოწვევა,დახმარება სასტუმროს-აპარტამენტების არქიტექტურული გეგმის მომზადებაში საერთაშორისო საპროექტო კომპანიების მეშვეობით, პროექტის კონცეფციის მომზადება, გაყიდვების, ფასებისპოლიტიკის მომზადება და მისთ.

სტატიაში საუბარია ასევე რომ Legal Consulting Centre-ის ამ საქმიანობის შედეგად ქ. ბათუმს და ზოგადად საქართველოს უახლოეს წლებში შეემატება რამდენიმე საერთაშიროსო ბრენდი სასტუმრო და ბრენდირებული აპარტოტელი, რაც ტურისტული პოტენციალის და მომსახურების განვითარებისათვის განსაკუთებით მნიშნელოვანია. Legal Consulting Center-მა ქ. ბათუმში ხსენებულ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უკვე მოახდინა რამდენიმე სამშენებლო პროექტის ბრენდირება, რომელთა შორის არის: Holiday Inn Batumi, La Quinta by Wyndham, Tryp by Wyndham და ა. შ.