გოჩა კამკია
პარტნიორი
გოჩა კამკია შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ პარტნიორი და დირექტორია. გოჩა კამკია გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სასამართლო საქმისწარმოებაში, სასამართლო პროცესში, კომერციულ სამართალსა და კანონმდებლობით მოსაზღვრე სხვა სფეროებში. მას დიდი გამოცდილება აქვს სასამართლო საქმისწარმოებაში, პრაქტიკულად სრული წარმატებით.
გოჩა კამკიას მრავალწლიანი პრაქტიკა და შესაბამისი გამოცდილება აქვს მშენებლობის, ენერგეტიკის, საერთაშორისო გაყიდვების, შრომითი ურთიერთობების და სხვა სექტორებში. იგი გახლავთ საერთაშორისო ვაჭრობაში სამეცნიერო წიგნის თანაავტორი და ნამუშევარი აქვს უამრავ სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომსა და პროექტზე. გოჩა კამკიამ მრავალწლიანი პრაქტიკით შეუწყო ხელი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO) წარმატების მიღწევაში. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ პროექტსა და პროგრამებში სამოქალაქო საზოგადეობის, საზოგადოების იურიდიული დონის განვითარებასთან და მასთან დაკავშირებულ საკთხებზე.
გოჩა კამკიამ წარმატებით დაასრულა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მან ასევე წარმატებით დაასრულა ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლა. იგი დაესწრო უამრავ რეგიონალურ და საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამას, სემინარს, ტრენინგსა და სამეცნიერო კონფერენციას.
გოჩა კამკიამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროფესიული განვითარების საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინაში, საფრანგეთში, თურქეთში და ა.შ.
გოჩა კამკია გახლავთ სერტიფიცირებული, გამოცდილი ტრენერი იურიდიულ სფეროში, კონფლიქტის მართვაში, მედიაციასა და ა.შ.
გოჩა კამკიას მიღებული აქვს მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკა. იგი გახლავთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ექსპერტი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად კარგად ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.