ეკატერინე კოტრიკაძე
იურისტი
ეკატერინე კოტრიკაძე LCC-ის გუნდის წევრი 2020 წლის თებერვალში გახდა. მისი პრაქტიკის სფერომოიცავს კორპორაციულ სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს, საერთაშორისო კერძო სამართალს, შრომით კანონმდებლობას, საერთაშორისო და ადგილობრივი კომერციული და არაკომერციულიიურიდიული პირების რეგისტრაციასა და მასთან დაკავშიებულ საკითხებს, სხვადასხვა კორპორაციული დასახელშეკრულებო იურიდიული დოკუმენტების მომზადებასა და ანალიზს, სასამართლო დავების წარმოებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და ა. შ.
ეკატერინეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისბაკალავრის ხარისხი 2018 წელს მიენიჭა. სწავლის პერიოდში ეკატერინე მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებსა და კონფერენციებში.
LCC-ის გუნდის წევრობამდე, იგი მუშაობდა შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა“-ში იურისტის პოზიციაზე.
გარდა მშობლიური ქართული ენისა, ეკატერინე სრულყოფილად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.