დავით ჭყონია
პარტნიორი
დავით ჭყონია შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ პარტნიორი და დირექტორია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კომპეტენტური იურისტია კომერციულ, შრომით, საგადასახადო, ადმინისტრაციულ და სხვა მოსაზღვრე სამართლებრივ სფეროებში.
დავით ჭყონიას გააჩნია მრავაწლიანი პრაქტიკა და სათანადო გამოცდილება საერთაშორისო გაყიდვებში, შრომით ურთიერთობებში, უძრავი ქონების, მშენებლობის, საერთაშორისო გადაზიდვების, სამშენებლო პროექტების ბრენდირების, ფინანსებისა და მსგავს სექტორებში. პირად პრაქტიკასთან ერთად, დავით ჭყონიამ, წლების განმავლობაში, შეუწყო ხელი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO) წარმატების მიღწევაში. იგი გახლავთ რამდენიმე სამეცნიერო წიგნის ავტორი და ლექციებს კითხულობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დავით ჭყონიას დაცული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო, შემდგომში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მიანიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. დავით ჭყონია ასევე სწავლობდა სამხრეთ კაიუგას უმაღლეს სკოლაში (ნიუ-ორკი, აშშ) და არაერთხელ დაესწრო ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამებს, სემინარებს, ტრენინგებსა და სამეცნიერო კონფერენციებს. დავით ჭყონია სერტიფიცირებული ტრენერი და კონსულტანტია იურიდიულ სფეროში, კონფლიქტების მართვაში, ეფექტურ კომუნიკაციაში, პროექტის მენეჯმენტსა და ა.შ.
დავით ჭყონიას მიღებული აქვს მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში. იგი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
დავით ჭყონიას აგრეთვე უჭირავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (ბიზნეს ასოციაციის) აჭარის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. ასოციაციის რეგიონალური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს რეგიონში კომპანიების დაცვას, მათი ინტერესების ლობირებისა და დაცვას.
დავით ჭყონიას მშობლიური ენა ქართულია, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, საშუალოდ იცის თურქული ენა.