შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ ორგანიზება გაუწია სემინარ-შეხვედრას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან.

სემინარ-შეხვედრაზე განხილულ იქნა კორპორატიული სამართლისა და კორპორატიული ურთიერთობების პრაქტიკა. LCC-ს წარმომადგენლებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს კორპორატიულ სამართალსა და მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხებში.

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ გეგმავს მუდმივად გამართოს ამგვარი სემინარები და შეხვედრა-დისკუსიები.