შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა

საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი სერვისების კორპორაციის შვილობილმა კომპანია ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა (International Container Terminal Services, Inc.’s (ICTSI) subsidiary Batumi International Container Terminal LCC (BICT)) და შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა (BSPL) ერთობლივად უმასპინძლეს შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას, 18-19 მაისს სასტუმრო შერატონში, ბათუმში.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ კონფერეციაზე მიწვეული იყო როგორც შპს ,,ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ პარტნიორი.

ორდღიან კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა 30 მსოფლიო დონის მომხსენებლი, რომლებმაც ისაუბრეს თემატურ საკითხებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას გლობალურ ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკაში. კონფერენციას დაესწრო დაახლოებითი 400 ადგილობრივი და საერთაშორისო დონის დელეგატი.

კონფერენცია გახსნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბ-ნმა ზურაბ პატარიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბ-ნმა მამუკა ახალაძემ. გახსნის ცერემონიალზე მასპინძელი ორგანიზაციების წარმომდგენი მთავარი თანამდებობის პირი გახდლათ ბ-ნ ჰანს ოლე მედსენი, ICTSI-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური უფროსი, ბ-ნი მურათ ჯუმადილაიევი, BSPL-ს გენერალური დირექოტრი და ბ-ნი ნიკოლოზ გოგოლი, BICT-ის გენერალური დირექტორი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა კომპანიამ, ორგანიზაციამ და სახელმწიფო სააგენტომ.