საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ დაესწრო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს.

ფორუმი გაიმართა 2015 წლის 6 მარტს ბათუმში, სასტუმრო შერატონში. ფორუმს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრები.

ფორუმს ძირითადად ესწრებოდნენ საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან, მშენებლობასთან და მსგავს სფეროებთან დაკავშირებული მსხვილი კომპანიები.

მთავრობის წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს მათი სურვილი ქვეყნებსა და საერთაშორისო პროექტებში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე.