სამართლის სკოლა ,,კორპორატიულ სამართალში“

,,შპს ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ (LCC) არასამთავრობო ორგანიზაცია ELSA-სთან (ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია) თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია კორპორატიულ სამართალში სამართლის სკოლის პროექტს. სამართლის სკოლის ლექცია-სემინარები გაგრძელდა 3 დღე, 2015 წლის 1 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით. სამართლის სკოლა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მხარეები მადლობას უხდიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სამართლის სკოლის პროექტთან თანამშრომლობაში.

სამართლის პროგრამა ითვალისწინებს კორპორატიული სამართლისა და კორპორატიული ურთიერთობების ძირითად შესავალს, კომპანიის პრაქტიკული დოკუმენტების, მართვის სისტემის გაცნობას და სხვა.

სკოლის ბოლო დღეს ჩატარდა პრაქტიკული შემთხვევების (ქეისების) გაცნობა, კონკრეტული სიტუაციების, დოკუმენტების განხილვა და გარემოებების შესწავლა საქმის მასალებზე.

LCC და ELSA-მ მომდევნო სამართლის სკოლა დაგეგმეს მომდევნო თვეში და სკოლის თემა იქნება საგადასახადო სამართალი.