საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2022 წლის სექტემბერში

2022 წლის სექტემბრის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,  „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონში.

 შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2022 წლის სექტემბრის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.