საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2021 წლის მარტში

2021 წლის  მარტის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს კანონში  „ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში №41, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში №42, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში №43, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში №32/04, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში №002/02 და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში №38/04.

    შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2021 წლის მარტის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.