საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2021 წლის ივლისში

2021 წლის ივლისის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, საქართველოს მთავრობის დადგენილება №312-ში, საქართველოს მთავრობის დადგენილება №333-ში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №90/04-ში.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2021 წლის ივლისის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.