საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2020 წლის მაისში

2020 წლის მაისის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს  საგადასახადო კოდექსში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება  №996-ში, საქართველოს მთავრობის დადგენილება №316, ასევე მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2020 წლის მაისის თვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.