2020 წლის დეკემბრის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებაში №299/166, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში №17, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში №326 და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში №325.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2020 წლის დეკემბრის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.