საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2019 წლის ივნისში

2019 წლის ივნისში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილება, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, საქართველოს  სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №20722, საქართველოს საგადასახადო კოდექსი და სხვა. გარდა ამისა ამოქმედდა მნიშვნელოვანი კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. 

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2019 წლის ივნისის თვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.