საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2019 წლის აპრილი/მაისის თვეებში

2019 წლის მარტში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა, საქართველოს მთავრობის №57 დადგენილება  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის ბრძანება №01-47/ნ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-42/ნ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს  მთავრობის დადგენილება №255 და სხვა. გარდა ამისა საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №001-ით დამტკიცდა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და  ხელახლა გაწევრიანების წესი

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2019 წლის აპრილი-მაისის თვეებში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.