საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2019 წლის აგვისტოში

2019 წლის აგვისტოში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/2045 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №254, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №259/№74, საქართველოს მთავრობის დადგენილება №407, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №258/№73 და ა.შ. გარდა ამისა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №257-ის საფუძველზე დამტკიცდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციები.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2019 წლის აგვისტოს თვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.