საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი (2017 წლის ნოემბერი-დეკემბერი)

2017 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო აქტში – საქართველოს კონსტიტუციაში იქნა შეტანილი ცვლილებები.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი მოკლედ აღწერს აღნიშნულ ცვლილებებს. გარდა ამისა, ცვლილებები გაკეთდა სხვა საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, საგადსახადო კოდექსი. შესაბამისად, ჩვენს საკანონმდებლო სიახლეების ცნობარში მოკლედ შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ცვლილებები.