ყოველწლიური ჟურნალ ,,Invest in Batumi” (ინვესტ-ბათუმი) გამოცემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს გამოსცა ყოველწლიური ჟურნალი სახელწოდებით ,,Invest in Batumi“. ჟურნალი წარმოადგენს აჭარის მთავრობის მიერ ყოველწლიურად გამოცემულ ძირითად წამახალისებელ პუბლიკაციას, რომელიც უკავშირდება აჭარაში საინვესტიციო პოტენციალის, გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას. გამოცემა მოიცავს ინფორმაციას ყველა კერძო და სახელმწიფო კომპანიების, დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. ჟურნალში მითითებულია ყველა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, კომპანია, სასტუმრო, მწარმოებელი და სხვა.

ჟურნალში შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ წარმოდგენილია, როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას დასავლური სტანდარტების შესაბამისად.

LCC-ის გუნდის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინსანსთა და ეკონომიკის მინისტრს, პირადად თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ ხაბაძეს და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ დავით ბალაძეს, ჩვენი კომპანიის მიმართ ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენი მხრიდან, შპს „LCC“ მზადაა გაამართლოს ნდობა და ურთიერთობა პრაქტიკაში ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს-ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფით.

ჟურნალში გამოქვეყნებულია ინფორმაცია ჩვენი საუკეთესო კლიენტების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ბაზარზე წამყვანი სამშენებლო კომპანია ,,ალიანს ჯგუფი“ (Alliance Group), შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი – „ICTSI“ ჯგუფის კომპანია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტერმინალის ოპერატორ კორპორაციას და ,,სასტუმრო ადმირალი“ (Admiral Hotel) (შპს „Forgegate Properties Georgia“), ქალაქი ბათუმის ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ წარმატებას უსურვებს თითოეულ კლიენტს, მთლიან რეგიონს, ქვეყანას, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში.