ქ. ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და ჩვენს კლიენტ კომპანია „ამბასადორი ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია „ამბასადორი ჯგუფი“ ბათუმში იწყებს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ განხორციელებას, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ასევე ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისას შპს „ამბასადორი ჯგუფის“ იურიდიული ინტერესების სრულ უზრუნველყოფას ახდენს იურიდიული კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ (LCC).

LCC წარმატებას უსურვებს „ამბასადორი ჯგუფს“ ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში!