ხელშეკრულების გაფორმება სს ,,ვანრიკ არგოსთან“

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ და სს ,,ვანრიკ არგომ“ მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს სრული იურიდიული მომსახურების გაწევაზე 2016 წლის თებერვალში;

სს ,,ვანრიკ არგო“ ,,ვანრიკ აგრო ჯგუფის“ მთავარი კომპანიაა. ,,ვანრიკ აგრო“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აგრობიზნესში მომუშავე კომპანიაა. ,,ვანრიკ აგრო ჯგუფი“ ასევე მუშაობს ბიზნესის განვითარების სხვა მიმართულებებზე, როგორებიცაა ენერგომომარაგება, ტექნოლოგიური განვითარება და ა.შ. ,,ვანრიკ აგრო ჯგუფმა“ შეიმუშავა მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის კომერციული მოყვანის (კულტივაციის) პროექტი. პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, დაირგო მოცვის 147,000 ნერგი. მიწა გასუფთავდა და მომზადდა ნერგების დასარგავად. პლანტაცია კონკრეტულად უმაღლესი ხარისხის კენკრის მოსაყვანად გაშენდა. კომპანია, უახლოეს მომავალში, გეგმავს 400-500 ჰექტარი პლანტაციით გაფართოებას. გარდა ამისა, მოცვის ინდუსტრიული წარმოების ტექნოლოგია საჭიროებს ფუტკრების დიდი ოჯახის ფორმირებას (3-4 სკა ჰექტარზე). ,,ვანდრიკ აგრო ჯგუფმა“ დააკომპლექტა ლაბორატორია ბათუმში მცენარის მოსაშენებელი მასალის საწარმოებლად მიკრო-კლონირების მეთოდით, რაც პლანტაციის გაფართოების საშუალებას იძლევა საკუთარი მცენარეების გამოყენებით და არა უცხოელ მომწოდებელზე დაყრდნობით. ჩართულია ადგილობრივი კვალიფიცირებული პერსონალი და მომზადებას გადის ახალგაზრდა თაობა განვითარებულ ტექნოლოგიაში.

,,ვანრიკ აგრო ჯგუფის“ თავმჯდომარეა ბ-ნი ირაკლი ფარცვანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის განვითარებაში.

დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LCC სრულ მომსახურებას გაუწევს ,,ვანრიკ აგრო ჯგუფს“. ამასთან, როგორც იურიდიული პარტნიორი, კონკრეტულ საკითხებში უზრუნველყოფს ბიზნეს წარმომადგენლობასა და მოლაპარაკებების წარმართვას.