ხელშეკრულების გაფორმება შპს ,,გზა XXI“-თან

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ და შპს ,,გზა XXI“ გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება სრული იურიდიული მომსახურების გაწევაზე 2014 წლის მაისში; მაშასადამე, შპს ,,გზა XXI“ შეუერთდა LCC-ის მუდმივი კლიენტების სიას. შპს ,,გზა XXI“ არის სამშენებლო კომპანია, რომელიც მუშაობს სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებით. შპს ,,გზა XXI“ რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LCC სრულ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს შპს ,,გზა XXI“-ს, ასევე უზრუნველყოფს ბიზნეს წარმომადგენლობასა და მოლაპარაკებებს.