ხელშეკრულების გაფორმება შპს გოლდენ გრუპთან

2014 წლის სექტემბერში “ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა” და შპს “ბილდინგ გრუპმა” გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება სრული იურიდიული მომსახურების გაწევაზე. შპს “ბილდინგ გრუპი” არის სამშენებლო კომპანია.

კომპანიას აქვს რამდენიმე მიმდინარე სამშენებლო პროექტი აჭარის რეგიონში. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად “ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი” შპს “ბილდინგ გრუპს” გაუწევს სრულ იურიდიულ მომსახურებას. გარდა ამისა, როგორც მისი იურიდიული პარტნიორი, განახორციელებს ბიზნეს წარმომადგენლობას და გამართავს მოლაპარაკებების კონკრეტულ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით.