ხელშეკრულების გაფორმება „ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან“

2021 წლის 22 მარტს იურიდიულ კომპანია„ლეგალ ქონსალთინგ ცენტრსა“ და შპს „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. შპს „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა“ წარმოადგენს საუკეთესო რეიტინგის მქონე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აჭარის რეგიონის მასშტაბით, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, საეთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას.
შპს „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ აიღო ვალდებულება გაუწიოს სკოლას სრული იურიდიული მომსახურება, რაც მოიცავს სკოლისთვის მიმდინარე იურიდიულ საკითხებში კონსულტაციების გაწევას, დავების წარმოებას, წარმომადგებლობითი უფლებამოსილების განხორციელებასა და მისთ.
,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ წარმატებას უსურვებს შპს „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლას“ თავის საქმიანობაში და იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობა იქნება წარმატებული ორივე მხარისათვის.