გერმანიაში ვიზიტი

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ პარტნიორმა დავით ჭყონიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ სამხრივ ვიზიტში გერმანიაში 2014 წლის ივნისში.

ვიზიტს ორგანიზება გაუწია გერმანიის მთავრობამ და ბიზნეს-ასოციაციამ. ვიზიტს დაესწრო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

ვიზიტის მიზანი გახლდათ გერმანიის შრომითი შემოწმების სისტემის გაცნობა და კომპანიებში შრომითი უსაფრთხოების წესების კონტროლი. ვიზიტი იყო საინტერესო, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ შრომითი ინსპექტირების სისტემაზე და შესაბამის კანონპროექტზე საქართველოში.