„ელთ ბილდინგსა“ და  „River Rock Hotels & Resorts“ მართვისა და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება.

2023 წლის 16 მარტს „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ (LCC) კლიენტსა და პარტნიორ კომპანია „ელთ ბილდინგსა“ და საერთაშორისო მმართველ კომპანია „River Rock Hotels & Resorts“ შორის დაიდო მართვისა და მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანია „River Rock Hotels & Resorts“ უზრუნველყოფს სასტუმრო აპარტმენტებისა და ასევე „La Quinta By Wyndham Batumi”-ს სასტუმროს მართვას.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს არის პირველი პროექტი „River Rock Hotels & Resorts“-თვის საქართველოში და საქმიანობის დასაწყებად შერჩეულ იქნა კომპანია „ელთ ბილდინგი” და მისი დეველოპერული პროექტები.

თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებისა და აღნიშნული პროექტის განხორციელებისას შპს „ელთ ბილდინგის“ იურიდიული ინტერესების სრულ უზრუნველყოფას ახდენს იურიდიული კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ (LCC).LCC წარმატებას უსურვებს „ელთ ბილდინგსა“, „River Rock Hotels & Resorts“ და უსურვებს მათ წარმატებულ თანამშრომლობას!