ELT Building-ის მიერ ფრენშაიზინგისა და მართვის ხელშეკრულების გაფორმება ვინდამ ბათუმთან და სოფოსთან

ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კლიენტმა და პარტნიორმა შპს „ELT Building”-მა გააფორმა ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ვინდამ ჰოტელს გრუპთან (Wyndham Hotels Group) სასტუმრო “SUPER 8”-ს  მშენებლობის თაობაზე. აღნიშნული პროცესი წარმატებით განხორციელდა ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის ხელშეწყობითა და აქტიური მხარდაჭერით. „Wyndham Hotel Group“-ში შემავალი სასტუმრო „SUPER 8” პირველად შემოდის საქართველოში და განთავსებული იქნება „ელთ ბილდინგის“ ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში. სასტუმრო იქნება სრულ შესაბამისობაში ვინდამის საერთაშორისო სტანდარტებთან და იქნება ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მომსახურების მქონე სასტუმრო ქალაქ ბათუმში. 

სასტუმრო “SUPER 8” მართვა განხორციელდება საერთაშორისო მენეჯმენტუი კომპანიის SOPHOS OTEL Işletmeciliği Ve Turizm A.Ş.-ის მიერ. მხარეებს შორის ასევე გაფორმდა სასტუმროს მართვის შესახებ ხელშეკრულება.

ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი ელთ ბილდინგს უსურვებს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტის წარმატებით რეალიზებას.