ალიუდ იუნიტას ჯორჯია

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ ამაყობს ,,ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელებით 2017 წლის შედეგებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 50 კომპანია, რომელმაც 2017 წელს განახორციელა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები საქართველოში.

აღნიშნულ სიაში, ისეთი კომპანიების გვერდით, როგორიცაა ჯეოსელი, ენერგოპრო, კავკასუს ონლაინი, ჯეოსთილი, ტოიოტა და სხვები, წარმოდგენილია ,,ალიუდ იუნიტას ჯორჯიაც“, რომელიც შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ კლიენტი გახლდათ 2017 წლის ივლისიდან. ,,ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ მართავს სამორინე და სლოტ-კლუბ „ეკლიფს“ ბათუმში, სასტუმრო ,,ეუფორიაში“ და ამ სფეროში უდიდესი გამოცდილება გააჩნია.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ ულოცავს კომპანიას აღნიშნულ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებას უსურვებს მომავალში.