ახალი მომსახურების პროდუქტი – იურიდიული აუდიტი

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ კლიენტებისთვის ახალი მომსახურების შეთავაზებას იწყებს: იურიდიული აუდიტი. იურიდიული აუდიტის მომსახურების პროდუქტი მომზადდა კომპანიების იურიდიული კონსულტაციის შეჯამების საფუძველზე ხელშეკრულების დადებასთან, მსგავს საკითხებთან და საგადასახადო იურიდიულ კონსულტაციასთან მიმართებაში. იურიდიული აუდიტი ითვალისწინებს კომპანიის მიერ კალენდარული წლის ან სხვა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების შემოწმებას და კომპანიის ფინანსურ საქმიანობასთან შედარებას. იურიდიული აუდიტი უზრუნველყოფს კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის სისწორეს და კომპანიის ფინანსურ თუ სხვა ტიპის საქმიანობასთან შესაბამისობას. იურიდიულ აუდიტს, ფინანსურ აუდიტთან ერთად, მინიმუმამდე დაჰყავს კომპანიის იურიდიული და ფინანსური რისკები და იძლევა აღნიშნული რისკების დაზღვევის გარანტიას. LLC-ს გააჩნია იურიდიული აუდიტის პროდუქტის სტანდარტული პაკეტები, თუმცა მომსახურების გაწევა ამავდროულად, შესაძლებელია ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზეც.