ახალი კომპლექსის – ,,თეთრი იალქნების“ – სამშენებლო პროექტის პრეზენტაცია

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ (LCC) კორპორატიულმა კლიენტმა და პარტნიორმა A R Meridians LLC-მ დაიწყო ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის ,,თეთრი იალქნების“ მშენებლობა ბათუმში.

2015 წლის 24 სექტემბერს, A R Meridians LLC-ის ფართომასშტაბიანი პროექტის ,,თეთრი იალქნების“ პრეტენტაცია გაიმართა ბათუმის ახალ ბულვარში – კომპლექსის სამშენებლო მოედანზე. პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერ და სხვა ოფიციალური პირები, მედია და კერძო ორგანიზაციები. კომპლექსი მოიცავს ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ექვს აპარტოტელს. მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია.

პრეზენტაციის შემდეგ, თამაშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა A R Meridians LLC-ს და Interstates Hotels and Resorts შორის. Interstates Hotels and Resorts მსოფლიოში სასტუმროებისა და კურორტების ერთ-ერთი პირველი კომპანიაა.

LCC, როგორც A R Meridians LLC-ის პარტნიორი, A R Meridians და მის პარტნიორ კომპანიებს სრულ იურიდულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას გაუწევს კომპლექს ,,თეთრი იალქნების“ მშენებლობაში.