თეკლე შერვაშიძე
იურისტი
თეკლე LCC-ის გუნდის წევრი 2018 წლის თებერვალში გახდა. მისი პრაქტიკის სფერო მოიცავს კორპორაციულ სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს, საერთაშორისო კერძო სამართალს, შრომით კანონმდებლობას, კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების რეგისტრაციას, სხვადასხვა კორპორაციული და სახელშეკრულებო იურიდიული დოკუმენტების მომზადებასა და ანალიზს და მათ სასამართლოში წარდგენას.
თეკლეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი 2018 წელს მიენიჭა. გარდა ამისა, გაცვლითი სტუდენტის სტატუსით ვილნიუსში, ,,მიკოლას რომერის უნივერსიტეტში“, ისწავლა საერთაშორისო და ევროპული სამართალი.
თეკლე დაესწრო რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და ტრენინგს.
LCC-ის გუნდის წევრობამდე, იგი მუშაობდა „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო“-ში იურისტის თანაშემწედ.
გარდა მშობლიური ქართული ენისა, თეკლე თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.