სტუდენტური სტიპენდიის დანიშნვა

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით დააწესა სტუდენტების ყოველთვიური სტიპენდია ,,სამართლის ფაკულტეტის“ სტუდენტებისთვის. სამართლის ფაკულტეტმა გამოაცხადა კონკურსი სტიპენდიის მინიჭებაზე. სტიპენდიის დანიშნვის სპეციალურმა კომიტეტმა აირჩია მე-3 კურსის სტუდენტი – ეთერ მახაჭაძე, რომელსაც დაენიშნა ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ სტიპენდია. სტიპენდია დაენიშნა 2016 წლის ნოემბრიდან.

სტიპენდია დაინიშნა ბაკალავრის ხარისხის დასრულებამდე. ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ და ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეთანხმდნენ, რომ სტიპენდიის დაფინანსება იქნება მუდმივი და გამარჯვებული სტუდენტის განათლების დასრულების შემდეგ, სტიპენდია დაენიშნება სამართლის ფაკულტეტის სხვა სტუდენტს.