სოციალური პარტნიორობის კონფერენცია

2014 წლის 14-15 აპრილს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,სოციალური პარტნიორობა“. კონფერენცია მოაწყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოს სავაჭრო კავშირი, აზერბაიჯანისა და სომხეთის დამსაქმებელთა ასოციაციები და შრომითი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები გერმანიიდან. ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ წარმოადგენდა აჭარის რეგიონის ბიზნეს-სექტორს შპს ,,ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალთან“ და შპს ,,ციტადელთან“ ერთად. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, ცოდნა, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები და სოციალური პარტნიორობის წინსვლა.