ხელშეკრულების გაფორმება შპს ,,რეალ პალასთან“

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ და შპს ,,რეალ პალასმა“ 2016 წლის თებერვალში გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება სრული იურიდიული მომსახურების გაწევაზე. შპს „რეალ პალასი“ აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიაა. კომპანიამ განახორციელა უამრავი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტი ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში. ,,რეალ პალასი“ უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებულ მაღალი ხარისხის მშენებლობას და აპარტამენტების მართვის მომსახურებას. ,,რეალ პალასს“ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმდინარე სამშენებლო პროექტი ბათუმსა და აჭარის რეგიონში და კომპანია გეგმავს ახლო მომავალში შეიმუშავოს რამდენიმე სხვა პროექტი. დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LCC სრულ მომსახურებას გაუწევს შპს ,,რეალ პალასს“. ამასთან, როგორც იურიდიული პარტნიორი, კონკრეტულ საკითხებში უზრუნველყოფს ბიზნეს წარმომადგენლობასა და ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გამართვაში. LCC წარმატებას და წინსვლას უსურვებს შპს ,,რეალ პალასს“.