შპს ,,რედმისთან“ ხელშეკრულების გაფორმება

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ და შპს ,,რედმიმ“ მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს 2014 წლის იანვარში; მაშასადამე, შპს ,,რედმი“ შეუერთდა LCC-ის მუდმივი კლიენტების სიას. შპს ,,რადმი“ ორგანიზებას უწევს წვეულებებს, კონცერტებს, პერფორმანსებს, სადღესასწაულო საღამოებს და ა.შ. შპს ,,რედმი“ პრაქტიკულად ერთადერთი კომპანიაა აჭარის რეგიონშ, რომელიც კლიენტებს ამგვარ მომსახურებას უწევს. დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LCC სრულ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს შპს ,,რედმის“, ასევე უზრუნველყოფს ბიზნეს წარმომადგენლობასა და მოლაპარაკებებს.