საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2020 წლის ოქტომბერში

2020 წლის ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები, საქართველოს კანონში „შრომის ინსპექციის შესახებ“; საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №243; საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №240 და საქართველოს მთავრობის დადგენილება №612.

    შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბრის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.