საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2020 წლის აპრილში

2020 წლის აპრილის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №515-ში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №257-ში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №257-ში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №511-ში და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №518-ში. გარდა ამისა 2020 წლის 15 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრის N521 ბრძანებით დამტკიცდა „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობები“.

 

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2020 წლის აპრილის თვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.