საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2020 წლის აგვისტოში

2020 წლის აგვისტოს თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები, საქართველოს მთავრობის დადგენილება №481-ში „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში №492 „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში №185 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში №01-01-3/212, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში 119, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებაში №4, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებაში №1-1/334 –№01-155 და საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

 

    შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2020 წლის აგვისტოს თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.