საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში

2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერის თვეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს კანონში „დაზღვევის შესახებ“ და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერის თვეებში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.