საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი (2019 წლის იანვარი-თებერვალი)

2019 წლის იანვარში/თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №290  და საქართველოს მთავრობის №477 დადგენილებაში. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №42 ბრძანების მიხედვით, დამტკიცდა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელისათვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის ავტომატურად დაბრუნების პირობებს და ამ მიზნით განსახორციელებელ პროცედურას.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2019 წლის იანვრის/თებერვლის თვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.