LLC-ის გუნდს შეუერთდა ახალი წევრი

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ ადვოკატთა გუნდს შეუერთდა ახალი წევრი, თამარ მაისურაძე. თამარ მაისურაძე კვალიფიციური და გამოცდილი ადვოკატია, განსაკუთრებულად კომპეტენტურია საბანკო, კორპორატიულ და სამოქალაქო სამართალში.

გააჩნია დიდი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა საბანკო და კორპორატიულ ურთიერთობებში. თამარ მაისურაძე დაინიშნა უფროსი ადვოკატის თანამდებობაზე. იგი წარმართავს სამოქალაქო საქმეებს და ურთიერთობას კორპორატიულ კლიენტებთან.

კომპანია წარმატებას უსურვებს თამარს და სჯერა, რომ იგი კომპანიის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება.