კომპანიის პარტნიორის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში

კომპანიის პარტნიორი და დირექტორი, ბ-ნი დავით ჭყონია, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით გახლდათ 2016 წლის აგვისტოში. ვიზიტი უკავშირდებოდა შპს ,,გრანდ კაზინო ბათუმის“ იურიდიულ და სხვა ბიზნეს საკითხებს, რომლის თანამფლობელი და მმართველი კომპანიაა Casinos Austria International.

Casinos Austria International შვეიცარიაში მართავს სამ კაზინოს მისი შვილობილი კომპანია Casinos Austria Swiss GmbH-ს მეშვეობით. დავით ჭყონია მიიწვიეს Casinos Austria Swiss AG-ს ხელმძღვანელებმა.

ვიზიტის ფარგლებში დავით ჭყონია ესტუმრა Casinos Austria Swiss AG-ს სათაო ოფისს შვეიცარიაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლუცერნში, ასევე კაზინო სან-მორიცის კურორტზე, გაეცნო რა შვეიცარიაში კაზინოების მუშაობის სპეციფიკას, სამართლებრივ ასპექტებსა და მსგავს საკითხებს.

ვიზიტი დადებითი და მომგებიანი გახლდათ ორივე მხარისთვის. LCC-ის სურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოს Casinos Austria Swiss AG-იის ,,საექსპლოატაციო მომსახურების“ მენეჯერს ბ-ნ ჰელმუტ ვედეს ვიზიტის ორგანიზებისა და LCC-ის პარტნიორის მასპინძლობისთვის.