ხელშეკრულების გაფორმება შპს ,,სითი ჯგუფთან“

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ და შპს ,,სითი ჯგუფმა“ ხელშეკრულება გააფორმეს იურიდიული მომსახურების გაწევაზე. ,,სითი ჯგუფი“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია საერთაშორისო ვაჭრობაში, სამშენებლო პროექტების შემუშავებასა და მსგავს საკითხებში.

,,სითი ჯგუფი“ დაფუძნებულია თბილისში, სათაო ოფისი და მთავარი საქმიანობის ადგილია დედაქალაქი. ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ და ,,სითი ჯგუფი“ შეთანხმდნენ, რომ კომპანიები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ იურიდიული მომსახურებით და მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების შემუშავებაში.

შესაბამისად, LCC სრულ ბიზნეს-კონსულტაციის მომსახურებას გაუწევს ,,სითი ჯგუფს“.