ჩვენ შესახებ

 შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ (Legal Consulting Center LLC) არის წამყვანი იურიდიული კომპანია ბათუმში/აჭარის რეგიონში დაერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმა საქართველოს მასშტაბით.

 LCC წარმოადგენს დიდი გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და მომსახურების ხარისხის მქონე იურიიდულ კომპანიას. საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, შპს LCC-ის მომსახურება ეფუძნება ნდობასა და განსაკუთრებულ  პროფესიონალიზმს. LCC-ის პარტნიორებსა და მთლიან გუნდს დიდი გამოცდილება აქვთ კორპორატიულ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართალში, სასამართლო დავებში. LCC-ს პარტნიორებმა და იურიდიული კომპანიის მთლიანმა გუნდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კორპორატიული, შრომითი და საკანონმდებლო სფეროების ცალკეული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში დანერგვის, ინტერპრეტაციისა და განვითარების კუთხით.

  ამავდროულად, LCC კლიენტებისთვის უზრუნველყოფს მომსახურებას ფინანსურ, აუდიტის, პროექტზე მუშაობის, ISO სერტიფიცირებისა და სამშენებლო პროექტის ბრენდირების სფეროებში. სამშენებლო პროექტების ბრენდირება კომპანიის მიერ ბოლო დროს განვითარებული მომსახურების მიმართულებაა. LCC ბრენდირების მომსახურებას უზრუნველყოფს კავკასიის რეგიოსა და დსთ-ს ქვეყნებში.

  ,,ლეგალ ქონსალთინ ცენტრის“ სათაო ოფისი მდებარეობს ბათუმში, ხოლო ფილილალი თბილისში. LCC-ს საქმიანობა მოიცავს საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და დსთ-ს ქვეყნებს.

  ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ უზრუნველყოფს თქვენი იურიდიული და ბიზნეს ინტერესების დროულ და ხარისხიან დაცვას. LCC-ის გუნდი თქვენ და თქვენს კომპანიას სათანადო დროსა და ყურადღებას დაუთმობს. LCC-ს ჰყავს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ოფიციალური პარტნიორი კომპანიები ბიზნესის თითოეულ სფეროში.

  ამგვარად, LCC-ის იურიდიული პარტნიორობა ნიშნავს თითოეულ მის პარტნიორთან კავშირს და მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას ფინანსების, მენეჯმენტის, საერთაშორისო სტანდარტიზაციის, პროექტის მენეჯმენტის, მარკეტინგის, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ბრენდინგის და სხვა სფეროში.

  სწორად აირჩიეთ იურიდიული პარტნიორი, მოაწერე ხელი და გაიმარჯვე!